რეზონანსი
14.08.2018

 (რეზონანსი) ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცესკო-ში პრეზიდენტობის 19 კანდიდატია წარდგენილი.

შვიდი კანდიდატი საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს. ესენი არიან კახაბერ ჭიჭინაძე, გია ჩხიკვაძე, კობა ჯულაყიძე, გიორგი გახოკია, სალომე ზურაბიშვილი, ნიკოლოზ ლეკიშვილი და დავით ამაშუკელი.

დანარჩენი 12 კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობას პოლიტიკური პარტიების სახელით გეგმავს. მათ შორის მიხეილ სალუაშვილი - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე", გიორგი ლილუაშვილი - „საქართველო", ზვიად ბაღდავაძე - „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო", ვახტანგ გაბუნია - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", ლევან ჩხეიძე - „ახალი ქრისტიან-დემოკრატები", შალვა ნათელაშვილი - „საქართველოს ლეიბორისტული პარტია", დავით ბაქრაძე - „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის", ზვიად იაშვილი - „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", დავით უსუფაშვილი - „თავისუფალი დემოკრატები", კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველო", გელა ხუციშვილი - „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" და ზვიად მეხატიშვილი - „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია".

„წმინდა ილია მართლის სასზოგადოებას" ცესკომ უარი უთხრა არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის წარდგენაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×