რეზონანსი
14.08.2018

 პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ მმართველი ძალისთვის ზურაბიშვილის მხარდაჭერა სარისკო იქნება. ამიტომ იგი არც იმას გამორიცხავს, რომ "ოცნებას" ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურის დაყენება მოუწიოს.

"სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადება მისი ყველაზე დიდი ცოდვა არ არის. ეს იმეორებს იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ თქვა, მაგრამ შემდეგ დაივიწყა. ზურაბიშვილს იმდენი ცოდვა აქვს, რომ მის წინააღმდეგ კომპრომატები თანდათან გამოჩნდება. თუ რამე რეიტინგი დარჩა "ოცნებას" ზურაბიშვილი სულ გაუნახევრებს", - აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისი თქმით, ზურაბიშვილის რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ "ოცნება" მას გაყალბებითაც ვერ "უშველის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×