რეზონანსი
13.08.2018

 (რეზონანსი) „ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აზერბაიჯანმა ციხიდან ილგარ მამადოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ვანო მერაბიშვილის მსგავსად, პატიმრობა სტრასბურგში ჰქონდა გასაჩივრებული და ევროკონვენციის 18 - მუხლი მოიგო.

"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ეს პრეცენდენტი მხედველობაში მიიღოს და ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების პროცედურა დაუყონებლივ დაიწყოს.

"ევროსაბჭოს წევრი ყველა ქვეყნიდან დღეს, მხოლოდ საქართველოს ჰყავს ოფიციალურად პატიმარი, რომელზეც დადგენილია ევროკონვენციის მუხლის დარღვევა", - აცხადებს ოთარ კახიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×