რეზონანსი
13.08.2018

 თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გამოძიება დაიწყება სოციალური მედიის 346 მომხმარებელთან მიმართებაში, რომლებიც, მათი თქმით, ლირის გაუფასურებაზე „პროვოკაციულად“ წერდნენ, რამაც ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

"როიტერის" ინფორმაციით, გამოძიება დაიწყება სოციალური ქსელის იმ მომხმარებლების მიმართ, რომლებიც 7 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში აქტიურად წერდნენ ლირის გაუფასურებაზე. 

თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრებამ გაამწვავა.  ანკარა მას  ჯაშუშობასა და 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიჩნეულ ოპოზიციონერ ფეტულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×