რეზონანსი
13.08.2018

 (რეზონანსი) ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებს. ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობა არაკომპეტენტურია და ლარის რყევას მოუმზადებელი ხვდება.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ფასების ზრდის შეკავების და გადასახადების დაწევის აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ქვეყანას იმიტომ უნდა ჰყავდეს კომპეტენტური მთავრობა, რომელიც მუდმივად ცდილობს გადასახადების დაწევას და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას, რომ ქვეყანა იყოს გამძლე ნებისმიერი გარე თუ შიდა არასასურველ ეკონომიკურ სიტუაციაში. სამწუხაროდ, დღეს მთავრობა არაკომპეტენტურია და მოუმზადებელი ხვდება ლარის ყოველ ასეთ რყევას, რომელიც ტურისტული სეზონის პიკში ხდება. ეს ძალიან ცუდ მოლოდინს ქმნის უკვე შემდგომი თვეებისთვის", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×