ჩინეთში აგორდა ქრისტიანობის დევნის ახალი ტალღა, ეს გახლავთ ქრისტიანობის წინააღმდეგ მიმართული ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ბოლო 36 წლის განმავლობაში. ქვეყანაში მასიურად მიმდინარეობს ეკლესიების დარბევა და დახურვა, ბიბლიის და სხვა წმინდა წიგნების კონფისკაცია, ხელისუფლება მოითხოვს, ქრისტეს და სხვა წმინდანების სურათები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის პორტრეტებით ჩანაცვლდეს. კომუნისტური ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ქრისტიანობა ქვეყნისთვის პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს.
მთავრობამ რიგი ახალი კანონები შემოიღო, რითაც საშუალება ექნებათ, თვალყური ადევნონ რელიგიურ მოღვაწეობას პროვინცია ხენანში. სწორედ ამ მხარეშია ყველაზე მსხვილი ქრისტიანული სათვისტომოები.
ბოლო წლებში მოსახლეობაში გაძლიერდა რელიგიისადმი ინტერესი და განსაკუთრებით ეს შეინიშნება ქრისტიანულ კონფესიაში. მრავალი ექსპერტის და აქტივისტის ცნობების თანახმად, სი ძინპინს ეშინია, რომ შესაძლოა ქრისტიანებს ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია ჰქონდეთ. სწორედ ამიტომ მან ყველაზე მკაცრი რეპრესიები განახორციელა ქრისტიანების მიმართ 1982 წლის შემდეგ.