რეზონანსი
12.08.2018

 საბერძნეთში კვლავ ხანძარია. ამჟერად ცეცხლი მოსახლეობასთან ახლოს კუნძულის ევიას ტერიტორიაზე გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლის გავრცელებას ქარიც უწყობს ხელს. სოფლებში მოსახლეობას ევაკუაცია პრევენციულად მიმდინარეობს. ოფიციალური ცნობით, 21 სახანძრო მანქანა, 4 ვერტმფრენი და 50 მეხანძრე ცდილობს ხანძრის ჩაქრობას.

საბერძნეთში ათენის გარეუბანში მასშტაბურ ხანძარს ივლისში 90-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობები და დაზიანებები მიიღო 180-ზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის, ბავშვებმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×