რეზონანსი
12.08.2018

 ტრაბზონში საქართველოს ვიცე-კონსულის, თემურ ტარტარაშვილის განცხადებით, ტრაბზონის პოლიცია ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად საქართველოს ხუთი მოქალაქის დაშავების ფაქტს არ ადასტურებს

როგორც პირველ არხს ვიცე-კონსულმა განუცხადა, შემთხვევის შესახებ არც ტრაბზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოში შესულა ინფორმაცია.

თურქული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრაბზონში, მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა. მედიის ცნობით, გზაზე მოულოდნელად ხარმა გადაირბინა, რასაც ავტოკატასტროფა მოჰყვა. ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×