რეზონანსი
11.08.2018

 (რეზონანსი) აჭარაში სტიქიის შედეგებს ითვლიან - ამ დროის მონაცმებით ბათუმში 100-მდე ოჯახია დაზარალებული, თუმცა ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. ადგილზე ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისია მუშაობს.

„რამდენიმე ადგილზე, როგორც იცით, გვაქვს მცირე მეწყერული პროცესები, განსაკუთრებით აღვნიშნავდი იოანე ლაზის 15 ნომერში, სადაც საცხოვრებელ სახლს მიადგა ჩამოწოლილი მიწის მასა. დაახლოებით, 100-მდე ოჯახში შევარდა წყალი, სარდაფში და პირველ სართულში, გუშინვე, ამოწმენდილი იყო ყველა სარდაფი," - განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×