რეზონანსი
11.08.2018

 უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტს. ამ დროისთვის სამ სოფელში საცხოვრებელ სახლებთან არის მეწყერი ჩამოეოლილი. ქობულეთის მერის განმარტებით დღეიდან მოსახლეობასთან მიწის მასის გასაწმენდად მძიმე ტექნიკა იმუშავებს. მეწყერი ჩამოწვა ასევე სოფელ კვირიკეს მისასვლელ გზაზე.

სტიქიამ პრობლემები შეუქმნა ქობულეთის ცენტრში მაცხოვრებლებსაც. ზღვისპირა ზოლში, მეგობრობის ქუჩაზე მდებარე 20-მდე საცხოვრებელი სახლის ეზოები და პირველი სართულები დაიტბორა. სამაშველო სამსახურმა პრობლემა დღის პირველ ნახევარშივე აღმოფხვრა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგანგები შტაბია შექმნილი. მიმდინარეობს ზარალის დავლა, რის შემდეგაც მერია უზრუნველყოფს ზარალის ანაზღაურებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×