რეზონანსი
11.08.2018

 ბუქარესტში ანტისამთავრობო მანიფესტაციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკების შედეგად 500-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 25 ჟანდარმი. როგორც საინფორმაციო სააგენტო Agerpres იუწყება, 65 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის ინიციატორები საზღვარგარეთ მცხოვრები რუმინელები იყვნენ. ისინი მემარცხენე ცენტრისტული მთავრობის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა დაგმო აქციის მონაწილეების დარბევა. „ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება პროტესტი გამოხატოს, ხოლო ძალადობის გამოყენება, მიუხედავად პოლიტიკური პოზიციებისა, დაუშვებელია. მტკიცედ ვგმობ ჟანდარმერიის სასტიკ ჩარევას“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×