რეზონანსი
10.08.2018

 სენაკის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის არის საშიშროება, რომ მდინარე ჭალადიდმა დამბა გაარღვიოს. "სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, თუმცა მდინარე ჭალადიდმა შეიძლება დამბა გაარღვიოს, რადგან მას მდინარე რიონი არ ღებულობს", - აცხადებენ მერიაში. სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

“სენაკში, მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა. უკვე მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ხვალიდან სტიქიის ზონებში ჩაერთვებიან სპეციალისტები საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, რომლებიც, ადგილზე შეისწავლიან შექმნილ მდგომარეობას”, - ამბობენ მერიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×