რეზონანსი
10.08.2018

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ომბუდსმენი ამბობს, რომ ნორმატიულ აქტებში ტერმინი "ოჯახის უფროსი" დისკრიმინაციის წამახალისებლად მიაჩნია.

"ჩვენ უნდა ვებრძოლოთ განსხვავებებს იქ, სადაც არა პასუხისმგებლობა, არამედ პრივილეგიაა. ოჯახის თავიკაცობა სწორედ პასუხისმგებლობაა. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ აქ ტრაგედიას. მგონია, რომ გენდერული თანასწორობა უნდა გავასწოროთ იქ, სადაც პრივილეგიასთან გვაქვს საქმე, დაუმსახურებელ შეღავათთან და არა პასუხისმგებლობასთან", - აღნიშნა დეპუტატმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×