(რეზონანსი) აჭარის რეგიონში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო - საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მხოლოდ 6 ობიექტზე აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს
ბოლო საათების განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დამატებითი შეტყობინებები არ შესულა.
სტიქიის შედეგები 18:00 საათის მონაცემები:
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში - სულ შემოსულია 3 შეტყობინება, რის შედეგადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შეტყობინებები არ დაფიქსირებულა
იმერეთში დაფიქსირებულია 5 შეტყობინება, ამ დროისთვის მხოლოდ ერთ მისამართზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები
რუსთავში დაფიქსირდა 3 შეტყობინება, წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მეხანძრე-მაშველებმა მესხიშვილის, წულუკიძისა და ტურგენევის ქუჩებზე აწარმოეს
სტიქიის შედეგად საქართველოს არცერთ რეგიონში არავინ დაშავებულა
ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველა შესაბამისი სამსახური უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.