რეზონანსი
10.08.2018

 ლარის კურსი ყველასთვის მოულოდნელად ნახტომისებურად დაეცა. 9 აგვისტოს კურსი 2.46-დან 2.48-მდე ავიდა, მაგრამ 10 აგვისტოს დილიდანვე "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში ერთბაშად 2.53-ს გადააჭრაბა. მსუბუქი პანიკაა გარე სავალურო ჯიხურებში, სადაც 1 დოლარს უკვე 2,54 ლარად ყიდიან. "თიბისი ბანკში" დოლარის შეძენა 2.58 ლარად არის შესაძლებელი. „საქართველოს ბანკში“ კი,– 2.57 ლარად.

დაბნეულია როგორც ხალხი, ასევე ვალური გადამცვლელები. მათთვის გაუგებარია რამ გამოიწვია ასე მოულოდნელად კურსის ვარდნა, მით უფრო, რომ ახლა ტურსიტული სეზონი პიკზეა, უცხოური ვალუტის შემოდინება მაღალია და საერთოდ არანაირი წინაპირობა არ არსებობდა ლარის გაუფასურებისთვის. ჯერჯერობით რაიმე ტიპის კომენტარი ეროვნული ვალუტის მოულოდნელ დაცემაზე არ გაკეთებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×