რეზონანსი
09.08.2018

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, მლეთაში მაშველებს მდინარე არაგვის სანაპიროზე მცხოვრები მოსახლეობა სახლებიდან გაჰყვათ. თრუსოს ხეობაში  ჩარჩენილი ტურისტები  კი მშვიდობით გამოიყვანეს, ხეობაში ტურისტების ჩარჩენის მიზეზი ძლიერი წვიმის შედეგად მთიდან ნაშალი მასალის ჩამოშლა და ხიდის დაზიანება გახდა.

სტიქიის ზონიდან ტურისტების გამოყვანას, რომლებიც ხეობაში 7 ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, დაახლოებით ხუთი საათი დასჭირდა. მათი გამოყვანა საფეხმავლო გზებით მოხერხდა.

სოფელ მლეთაში კი ძლიერი წვიმის შედეგად დატბორა საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი ფართები. წყალდიდობამ  მეწყერიც  გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×