(რეზონანსი) "გოგა ხაჩიძე საოცნებო საქმეს-მუსიკას დაუბრუნდა, კუბლაშვილმა ბიზნესი გააკეთა გოგი (გიორგი მელაძე) რას აკეთებს არ ვიცი. ვიცი რომ სიგარეტს დაანება თავი", - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ის ადამიანები სად არიან, ვისთან ერთადაც წამოხვედით „ნაცმოძრაობიდან" და "გირჩი" დააფუძნეთ? აღარ არიან აქტიურები, რჩებიან პარტიაში?
გოგი (გიორგი მელაძე) რას აკეთებს არ ვიცი. ვიცი რომ სიგარეტს დაანება თავი და სოცქსელში ვურთიერთობთ ხოლმე. გოგა ხაჩიძე დაუბრუნდა თავის საოცნებო საქმეს- მუსიკას, 1-2-ჯერ ვნახე და მათ შორის მისი მუსიკაც მოვისმინე. პალიკო კუბლაშვილმა ბიზნესი გააკეთა როგორც ვიცი...
„გირჩისგან" დისტანცირება გააკეთეს?
პოლიტიკისგან გააკეთეს დისტანცირება. რაღაცები თუ მჭირდება ხოლმე, რჩევა და რაღაცა ვეხმიანები ხოლმე. კომუნიკაცია გვაქვს, მაგრამ მაინც თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ" , - განაცხადა ჯაფარიძემ „აიპრესთან" ინტერვიუში.