რეზონანსი
09.08.2018

 აგვისტოს ომიდან დღემდე, რუსეთის მიერ ოკუპირებულმა რეჟიმებმა საქართველოს მოქალაქეების გატაცებით, 7.5 მილიონი რუბლი მიიღეს, რაც დაახლოებით 300 000 ლარია. 2008 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2018 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო მესაზღვრეებმა უკანონოდ 3 044 მოქალაქე დააკავეს. მათ გათავისუფლების სანაცვლოდ კი ოკუპირებულმა რეგიონებმა ჯამში 300 000 ლარი მიითვისეს. 

"კომერსანტის" ინფორმაციით, თითო უკანონოდ დაკავებულმა ადამიანმა ოკუპირებულ რეჟიმს გათავისუფლების სანაცვლოდ 2000-დან 2500 რუბლამდე უნდა გადაუხადოს. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალები ცხინვალის რეგიონში დიდი და პატარა ლიახვის, ფრონეს ხეობის და ახალგორის რაიონის 103 სოფელს აკონტროლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×