რეზონანსი
09.08.2018

 თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანს ქურდობასა და ძალადობას ედავებიან. სამართალდამცველების ინფორმაციით, გენადი სურმანიძე და დავით გაბაიძე, თურქ თანამზრახველთან ერთად, ანტალიაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ, მეპატრონე ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადობის მუქარით მისი სახლიდან ძვირფასი ნივთები გაიტაცეს.

დაკავებულებს პოლიციის განყოფილებასთან მათ მსხვერპლის ნათესავები დახვდნენ და მათთან ანგარიშსწორება სცადეს, თუმცა ისინი პოლიციამ შეაჩერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×