რეზონანსი
09.08.2018

 თბილისში, ვარკეთილში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 38 წლის მამაკაცი მოკლეს, 45 წლამდე მამაკაცი კი დაჭრეს. შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა. დაპირისპირების შედეგად დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

„აღენიშნებოდა გულ-მკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა. ამ მომენტისთვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ექიმმა სპარტაკ გიორგაძემ.

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით და 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×