რეზონანსი
08.08.2018

 პარტია "ევროპულ საქართველოს" მარნეულის საკრებულოში ფრაქცია აღარ აქვს. სამ კაციანი ფრაქცია პროტესტის ნიშნად თავმჯდომარის, ახმედ იმამყულიევის მოადგილემ დატოვა. ქარიმოვის მიერ ფრაქციის დატოვება მოულოდნელი აღმოჩნდა იმამყულიევისთვის. იგი ყოფილ თანაგუნდელს ღალატში ადანაშაულებს.

ერთპიროვნულ მმართველობაზე საუბრობენ ის ადამიანებიც, რომლებიც ასევე გაემიჯნენ პარტიას. "ევროპული საქართველო" რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დატოვა. მათ შორის არიან ისინი, ვინც არჩევნებში ამ პარტიის სახელით იყრიდა კენჭსაც. რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ისინიც დიქტატორულ და ერთპიროვნულ მმართველობაში ადანაშაულებენ.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით,  "ევროპული საქართველოს" უკვე ყოფილი წევრები განხეთქილების მიზეზად პარტიის ლიდერების უყურადღებობასაც ასახელებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×