რეზონანსი
08.08.2018

 „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ავტორი და ინსპირატორი პრეზიდენტი მარგველაშვილი იყო. ამ სასამართლოს დღეს რეალურად, ირინა იმერლიშვილი მართავს“, – ასე ეხმიანება სოსო მანჯავიძე პატრიარქის ქადაგებას, სადაც უწმინდესი აღნიშნავდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ მიიღო.

“არაერთი მოსაზრება გამოითქვა, არადა, ყველაფერი ზედაპირზე დევს. ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება? გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე კვერენჩხილაძემ, რომელიც იყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და მისი წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში და ასევე, აღსანიშნავია ირინა იმერლიშვილი, რომელიც ყველამ იცის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ცენტრალური ფიგურაა, რეალურად, იმერლიშვილია საკონსტიტუციოს რუხი კარდინალი. ის იყო უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის გუნდის წამყვანი წევრი. იმერლიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ, მარგველაშვილი მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარადგენს. შესაბამისად, ვინ იყო ამ გადაწყვეტილების ავტორი და ინსპირატორი, შეგვიძლია ნათლად დავინახოთ. ასევე, ჩვენ კარგად ვიცით პრეზიდენტის პოზიციები ამ თვალსაზრისით, მისი ოჯახის წევრების და ა.შ. მას ეს განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ სჭირდება. ამ გადაწყვეტილებით, მარგველაშვილი ლიბერალების და ე.წ „ბასიანელების“ გულსაც იგებს და თან, არაა გამორიცხული, თავისი პირადი თემების პრევენციასაც ახდენს‘‘,- განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×