რეზონანსი
08.08.2018

მესამე წელია, რაც ზაფხულის ტურისტული სეზონის მუსიკალური ცენტრია შეკვეთილში აშენებულ „ბლექ სი არენაა“. „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში მოწვეულ ვარსკვლავებს ინდივიდუალური მოთხოვნები აქვთ, რაზეც „ბლექ სი არენას“ გენერალური დირექტორი ანი კავლელიშვილი და მისი გუნდი ზრუნავს.

„აეროსმიტის“ კულისები ძალიან საინტერესო იყო. მათი მოთხოვნების ყველაზე უცნაური დეტალი თხის ყველი იყო, რომელიც საქართველოში არ არის, ძალიან მალფუჭებადი პროდუქტია, მაგრამ მაინც დავახვედრეთ. ალკოჰოლთან დაკავშირებითაც ჰქონდათ ძალიან დიდი სია, ძირითადად ისეთი ბრენდები რომლებიც საქართველოში არ შემოდის. სხვათა შორის, ძალიან მოეწონათ ჩვენებური ლუდი, ღვინო და მაგარი სპირტიანი სასმელები. რამდენიმე ყუთი ქართული ლუდი თან წაიღეს. 

ელტონ ჯონი ცნობილია ფეხბურთის მიმართ განსაკუთებული სიყვარულით. იმის გამო, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში ჩამოვიდა, მკაცრი მოთხოვნა იყო, რომ სადაც კი იქნებოდა - კულისებში, საგრიმიოროში, საპირფარეშოშიც კი, ტელევიზორი ყველგან ფეხბურთზე უნდა ყოფილიყო ჩართული. მისი ეს მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილეთ“, - აღნიშნა კავლიშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×