რეზონანსი
08.08.2018

 (რეზონანსი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ირაკლი ქურასბედიანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებულ ერთ საინტერესო ფაქტს იხსენებს:

"პირადი მოგონებებიდან..

...2007 წელს გაზაფხულზე, აპრილის თვეში, უკრაინის იმდროინდელი სამხედრო დაზვერვის უფროსის გენერალ გალაკას შემოთავაზებით ჩავედი კიევში, შეხვედრა არაფორმალურ გარემოში შედგა.

გენერალმა მითხრა "ირაკლი ხომ გესმის რომ ვიცნობ და მაქვს პირადი ურთიერთობა კარაბელნიკოვთან (რუსეთის სამხედრო დაზვერვის იმჟამინდელი უფროსი), გვქონდა საუბარი და მან მითხრა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ვეომოთ საქართველოს ღიად, როგორც ქვეყანას, მიღებულია..." - წერს ირაკლი ქურასბედიანი ფეისბუქ-გვერდზე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×