რეზონანსი
08.08.2018

 (რეზონანსი) "პუტინს რომ მოვეკალი, ვინ დაიცავდა საქართველოს პოზიციებს?" - ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.

სააკაშვილი ამბობს, რომ უახლოესი საათების მანძილზე მან არა ერთ საერთაშორისო მედიას და პრესას მისცა ინტერვიუ. ამ ფონზე კი საქართველოს მთავრობა დუმს. მისივე თქმით, მაშინ როდესაც პიარზე ხელისუფლება მილიონობით ლარს ხარჯავს, უმჯობესი იქნება თუ ამ რესურსს ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარს.

„ამ ბოლო დღეებში გამოვიდა ჩემი სტატია ყველაზე გავლენიან გაზეთში wall street journal-ში. მე მივეცი ინტერვიუ BBC-ის, ვაპირებ რომ ამერიკულ სატელევიზიო არხებს მივცე. რუსულ „Эхо Москвы"-ისაც მიეცი ოპოზიციურ გაზეთს და უკრაინულ მედიაზეც გამოვდივარ. აი ამ ყველაფრის ფონზე რითია დაკავებული საქართველოს მთავრობა. ერთი სტატია არ დაუბეჭდავთ საქართველოს პოზიციების დასაცავად.

მრავალ ათეულ მილიონ დოლარს ხარჯავენ პიარზე. აი, უბრალოდ პუტინს რომ მოვეკალი, რომ არ ვყოფილიყავი ცოცხალი, ვინ დაიცავდა საქართველოს პოზიციებს?! წულუკიანი, რომელიც ჰააგაში ლობირებს საქართველოს სამხედროების გამტყუნებას ძალიან აქტიურად? სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს. საქართველოს როგორც უპატრონო ტაძარს ეშმაკები დაეპატრონნენ. დროზე თუ არ დავასრულეთ ეს, ჩვენ ქვეყანა აღარ შეგვრჩება.

აი, ეს კონკრეტული მაგალითი, როდესაც რუსეთმა ჩართო მთელი პროპაგანდისტული მანქანა, მედვედევმა მისცა დიდი ინტერვიუ. პუტინმა რაღაცა თქვა, გამოიყვანეს ივანოვი, დარაზმეს თავისი ტროლები დასავლეთში და ჩვენგან ვინ პასუხობს?,"-განაცადა სააკაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×