რეზონანსი
08.08.2018

 „ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაე აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი პირი, ვინც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მდინარაძე ამ განცხადებით სალომე ზურაბიუშვილის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია საპრეზიდენტო კანდიდატის კომენტარზე, რომ აგვისტოს ომი „გიჟი პრეზიდენტის ახირება იყო“ და სამხედრო შეტაკებები საქართველომ დაიწყო.

„ჩემთვის ნებისმიერი შემთხვევაში, ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი იმის შესახებ, რომ საქართველო არის აგრესორი და ომი დაიწყო საქართველომ, არის აუცილებლად მიუღებელი. მით უმეტეს რუსეთთან, ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებით. როდესაც კი, შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ მაშინდელი ხელისუფლება გარკვეულ პროვოკაციას წამოეგო გარკვეულ ნაწილში, მაგრამ ომი ფართომასშტაბიანი დაიწყო ოკუპანტმა ქვეყანამ“, - განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×