რეზონანსი
08.08.2018

 (რეზონანსი) "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე სალომე ზურაბიშვილს ეთანხმება, რომ აგვისტოს ომი მიხეილ სააკაშვილის ახირება იყო, თუმცა აღნიშნავს, რომ ის ამით არ აკეთებს დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადების კომენტირებას და ეს არის მისი პირადი პოზიცია.

„მე რატომ უნდა გავაკეთო ვინმეს განცხადებაზე კომენტარი. ჩემი პოზიცია ომთან დაკავშირებით ცნობილია. ჩემი პოზიცია არის, რომ დიახ, სააკაშვილის ბრალია ომი. ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი, რომ არა სააკაშვილის ახირება, რომ რუსებს აქვთ ბევრი მაგრამ დაჟანგული ტანკები, რუსები ვერ გაბედავენ ომში ჩართვას და რომ ამერიკელები ჩვენ დაგვეხმარებიან. რომ არა ეს ახირება, ეს ომი არ იქნებოდა,"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები ვინც ამ ომზე პასუხისმგებლები არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×