რეზონანსი
08.08.2018

 საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რადიოსადგურ "ეხო მასკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში 2008 წლის ომისას აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან საუბარი გაიხსენა:

„ბუშთან რამდენიმე საუბარი მქონდა, მათ შორის დაძაბული. მას ვუთხარი, რომ მამამისის პრეზიდენტობისას საბჭოთა კავშირი განადგურდა, ხოლო მისი პრეზიდენტობისას კი საბჭოთა კავშირის აღდგენა ხდება და რომ ის ისტორიაში შევა, როგორც ადამიანი, რომელმაც საბჭოთა კავშირის აღდგენა დაუშვა. არ დავმალავ, რომ მასთან საუბარში ხმასაც კი ავუწიე. ეს დაძაბული საუბარი იყო. მას არ უყვარს ამის გახსენება, თუმცა ისტორიიდან ფურცლებს ვერ ამოგლეჯ. მას განვუცხადე, რომ საქართველოში რუსული ჯარი შემოდიოდა და მას უნდა ახსოვდეს, რომ მისი პრეზიდენტობისას საბჭოთა კავშირი აღდგა“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

ჯორჯ ბუშმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და მას უთხრა: „მოგვეცი გარკვეული დრო და ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×