რესტორანი "მაჭახელას" ადმინისტრაცია, გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბოდიშს იხდის. ისინი ამბობენ, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებულია:
"პირველ რიგში გვინდა ბოდიში მოვუხადოთ საზოგადოებას გუშინდელი ინციდენტის გამო, სადაც ჩვენი რამდენიმე თანამშრომლის მიერ ადგილი ჰქონდა მცდელობას, შეეზღუდათ ერთ-ერთ ჩვენს ფილიალში სტუმრების მიერ ოკუპანტი ქვეყნის მამხილებელი პოსტერის დემონტრირება. სამწუხაროდ, საკმაოდ ძნელია ინფორმაციას ფლობდე ყველა იმ ათასობით თანამშრომლის პირადი პოლიტიკური შეხედულებების თუ მოსაზრებების შესახებ, რომლებიც ჩვენს ქსელში არიან დასაქმებულნი.
ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც გვეკისრება ამ შემთხვევაში და დაუყონებლივ ვწყვეტთ საქმიან ურთიერთობას ყველა იმ თანამშრომელთან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ ინციდენტში. იმედია, ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს", - ნათქვამია რესტორნის ადმინისტრაციის განცხადებაში.