გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დღეს დაკავებული გიორგი ჭანტურიას ერთ-ერთი ადვოკატი ანი კეკენაძე აცხადებს, რომ სახლის ჩხრეკისას იარაღია ამოღებული.
„მანამდე საძინებლებიდან იწყებდნენ, დღეს სარდაფში ჩავიდნენ და ისე დაიწყეს ჩხრეკა. პოლიციამ იხელთა დრო, მათ ჩადეს იარაღები. დღეს მოაწყეს მასკარადი – ე.წ. ჩხრეკა და იარაღები ამოიღეს.
ორი საათია, არ მეძლევა საშუალება, მარტო გავესაუბრო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. პოლიცია პირდაპირ მივიდა და ამოიღო იარაღი, მთელი არსენალია წარმოდგენილი. ეს არის ჩადებული“, – განაცხადა ადვოკატმა.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე მოკლული 15 იანვარს იპოვეს.