რეზონანსი
07.08.2018

 ესპანეთის სამხედრო საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავმა ესტონეთის სამხრეთით ფრენისას ესტონეთის მიმართულებით „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის რაკეტა შეცდომით გაუშვა. რაკეტის ტრაექტორია, მისი ადგილმდებარეობა და მდგომარეობა ამ დროისთის დგინდება. სამხედროები მის ძებნას შეუდგნენ. რაკეტას ერთვება თვითგანადგურების რეჟიმი, რომელიც მისი შეცდომით გაშვების შემთხვევაში ჰაერში ნადგურდება, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ ის მიწაზე მაინც დაეცა. მათ, ვინც რაკეტას იპოვნის, მოუწოდებენ, რომ ხელი არ ახლონ, არ მიუახლოვდნენ და აცნობონ ესტონეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს. 

რაკეტა, რომელიც ესპანურმა სამხედრო თვითმფრინავმა შეცდომით გაუშვა, 3,7 მეტრის სიგრძისა და 18 სანტიმეტრის დიამეტრისაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×