რეზონანსი
07.08.2018

2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად, საქართველოს მხრიდან 408 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. 5-დღიანი კონფლიქტის შედეგად დაიჭრა სულ 2232 ადამიანი, მათ შორის 1045 სამხედრო მოსამსახურე.

2008 წლის აგვისტოს ომმა საქართველოში დევნილების რაოდენობა კიდევ 26 ათასით გაზარდა. სულ, რუსეთის აგრესიის გამო, ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველოს 280 055 მოქალაქე, საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში დიდი და პატარა ლიახვის, ფრონეს ხეობის და ახალგორის რაიონის 103 სოფელს აკონტროლებდა. ომის შემდეგ ეს სოფლები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

დღეისთვის საოკუპაციო ხაზის სრული სიგრძე 350 კილომეტრია. აქედან 52 კილომეტრის სიგრძეზე რუსმა სამხედროებმა ბოლო წლებში მავთულხლართები და ღობეები ააგეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×