რეზონანსი
07.08.2018

ალბათ წარმოუდგენლად მიგაჩნიათ, თბილისის ერთ-ერთ უბანში მხოლოდ 16000 დოლარად ააშენოთ ორსართულიანი სახლი, სადაც საცხოვრებელი ფართი ჯამში 145 კვადრატია. ეს სრულებით შესაძლებელია. ზურა ტიტველაშვილმა ეს შეძლო. დიდ დიღომში, საკუთარი ხელით, ოჯახის წევრების დახმარებით ორსართულიანი სახლი ააშენა, რომელიც გამვლელის გულგრილს არასოდეს ტოვებს. 

"საკუთარი სახლის აშენების იდეა ორი წლის წინ გამიჩნდა და მშენებლობაც მალევე, სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად წლის საუკეთესო დროს, შემოდგომის გრილ და მშვიდ ამინდში დავიწყე. მიმაჩნია, რომ ყველა დიდი და წარმატებული საქმე სწორედ დაგეგმილი და ხარისხიანად გაკეთებული პატარ-პატარა საქმეების ერთობლიობაა. ამ ხედვით მივუდექი სახლის მშენებლობასაც.

 სახლი 2-სართულიანია, ძირი 78 კვ/მეტრი, ჯამში საცხოვრებელი ფართი 145 კვადრატია. ამ ფართის დიდი ნაწილი საძინებლებს ეთმობა. მასში 5 საძინებელია, რომელთაგან ორს საკუთარი სველი წერტილი აქვს. დანარჩენი ადგილი მისაღებს, კიბის ჭრილს საერთო ტუალეტს - სააბაზანოს და სამზარეულოს უკავია. სახლს უკანაც აქვს ეზო, სადაც გასასვლელი სამზარეულოდან არის.

 პირველ სართულზე განლაგებულია მისაღები, საიდანაც კორიდორით უკავშირდები სამზარეულოს, ორ საძინებელს, ტუალეტს და მეორე სართულზე ამავალ კიბეს. მეორე სართულზე ფართი ამავალი კიბის ჭრილს, 2 პატარა საძინებელს (რომელთა ფანკრები უკანა ეზოს გადაჰყურებენ) და 1 დიდ საძინებელს უკავია, რომლის ფანჯრები და აივანი მთავარ ეზოს და გზას გადაყურებს. სახლის ფასადი დასრულებულია, სახურავის შუბლი ხის ქართული ჩუქურთმით არის გაწყობილი და ძალიან მახარებს ამ პატარა დეტალს, რომ ამჩნევენ და მოწონებას გამოხატავენ. ამჟამად მიმდინარეობს ინტერიერზე მუშაობა", - განუცხადა "ნიუპოსტს" ზურა ტიტველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×