რეზონანსი
07.08.2018

 თურქული ლირა ისტორიულ მინიმუმზე დაეცა - ერთი დოლარი 5.25-5.30 თურქული ლირა ღირს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლირა 5%-ით არის გაუფასურებული. კომპანია „ფინექს 1970“-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია აცხადებს, რომ თურქეთიდან ფულად გზავნილებს 12 პროცენტით შეამცირებს, რაც გზავნილებზე დამოკიდებულ  მოქალაქეებზე ნეგატიურად აისახება. შენგელია ყურადღებას ამახვილებს თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქციის გაიაფებაზეც:

 „თურქული საქონელის გაიაფება იმპორტისთვის ეს მიმზიდველია. შემოსული პროდუქცია ძალიან დიდი კონკურენციას გაუწევს ქართულ პროდუქტს, თუნდაც სოფლის მეურნეობის ნაწარმს. წესით ახლა არ უნდა უწევდეს თურქული პროდუქცია (ხილი და ბოსტნეული) ქართულ წარმოებას კონკურენციას, მაგრამ ვალუტის დევალვაციამ იაფი პროდუქციის წარმოებას ხელი ძალიან შეუწყო“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×