რეზონანსი
07.08.2018

 (რეზონანსი) რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, „კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცახდებს, რომ 2008 წლის თბილისში არ შესვლით, რუსეთმა დაამშვიდა ურთიერთობა ევროკავშირთან და დასავლეთის სხვა ქვეყნებთან.

"ჩვენი მიზანი არ იყო საქართველოს განადგურება და სააკაშვილის დასჯა. მე ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი, როცა გადავწყვიტე, რომ თავშეკავებულად გვემოქმედა და შემდგომი მოქმედებების ფორსირება არ მოგვეხდინა. ამან მოგვცა საშუალება არამარტო დაგვემშვიდებინა სიტუაცია საქართველოში, ოსეთსა და აფხაზეთში, არამედ გავსულიყავით საკმაოდ მშვიდ ურთიერთობებზე ევროკავშირთან და დასავლეთის სხვა ქვეყნებთან. თუ გახსოვთ, იმ დროს, მიუხედავად ძალიან მკვეთრი რეაქციისა, საბოლოოდ ჩვენ საკმაოდ მალე მოვახერხეთ მათთან შეთანხმება," -აცხადებს მედვედევი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×