რეზონანსი
07.08.2018

 (რეზონანსი) გერმანიაში, ვექენის მუნიციპალიტეტში მდებარე მოხუცთა თავშესაფრიდან ორი კაცი მძიმე მეტალის ფესტივალზე დასასწრებად გაიპარა.

თავშესაფრის თანამშრომლებმა პარასკევს, საღამოს შენიშნეს, რომ კაცები თავიანთ ოთახებში არ იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც პოლიციას მიმართეს. სამართალდამცავებმა შუაღამისას, 03:00-ზე მოხუცებს მძიმე მეტალის ფესტივალზე, Wecken Open Air-ზე მიაგნეს.

კაცები ფესტივალის ტერიტორიის საკუთარი ძალებით დატოვებას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც მათ პოლიცია დაეხმარა და თავშესაფარში დააბრუნა. როგორც პოლიციის სპიკერმა აღნიშნა, მათ ორიენტაციის შენარჩუნება უჭირდათ, "თუმცა მუსიკალური ფესტივალი მოსწონდათ".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×