რეზონანსი
07.08.2018

 პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა. გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გეგმავს. „ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს საპრეზიდენტო არჩევნების დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ქონებას.

დეკლარაციის თანახმად, ზურაბიშვილი ფლობს თბილისში, 126,33 კვადრატული მეტრი ფართობის

საცხოვრებელ სახლს; 235 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს და პარიზში მდებარე 60 კვ.მეტრის ბინას.

მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Hyundai, რომელიც 2016 წელს 17 000 ამერიკულ დოლარად შეიძინა.

ზურაბიშვილის საკუთრებაშია ასევე „საქართველოს ბანკის“ 35 და „თელიანის“ 1 212 აქცია, რომელიც 2013 წელს მემკვიდრეობით აქვს მიღებული.

რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სალომე ზურაბიშვილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე – 50 000 დოლარი; 3 000 ლარი და 7 400 ევრო ჰქონდა. ამასთან, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, ზურაბიშვილის შემოსავალმა გასულ წელს პარლამენტის წევრობისას 57 645 ლარი შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×