რეზონანსი
07.08.2018

 ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძემ გერმანიის საელჩოს მიმართა. მან დოკუმენტაცია წარადგინა, თუ რატომ გეგმავდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად სტრასბურგში ვიზიტს. როგორც სარალიძემ განაცხადა, ხელისუფლებამ გერმანიისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, მისი მოშორება სცადა.

„საქართველოს ხელისუფლებამ გერმანელ ძალოვანებს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამკაციან ჯგუფში, ერთ-ერთი იყო ტერორიზმში ბრალდებული. პირდაპირაა საუბარი მალხაზ მაჩალიკაშვილზე. ჩვენს შუამავალს განუმარტეს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი იყო ტერორიზმში ბრალდებული. ჩვენ მისი თანმხლები პირები ვიყავით და ამ წუთში ალბათ, გერმანიის პოლიციაში თუ ციხეში ვიქნებოდით. რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ჩემი მოშორება, ამას საზოგადოება მიხვდება, რომ არ უნდათ ჩემი შვილის მკვლელების გამოაშკარავება და პასუხისგებაში მიცემა. ტექნიკურად გადაწყვიტეს ჩემი მოშორება“, – განაცხადა სარალიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×