რეზონანსი
07.08.2018

 ზუგდიდში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მას ჭრილობები ყელის და კუნთების არეში აღენიშნებოდა. დაჭრილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს და საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

მკვლელობა გუშინ მოხდა. მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი სასიკვდილოდ მეზობელმა დაჭრა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გუშინ ღამით ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×