რეზონანსი
07.08.2018

 სამტრედიაში მცხოვრებ 40 წლის ქალს 27  ივლისიდან ოჯახი უშედეგოდ ეძებს ესმა შარტავას კუთვნილი ავტომანქანა 28 ივლისს, კრიმინალისტებმა, გრიგოლეთის გზაზე იპოვეს. მანქანაში წერილი და მისი კუთვნილი დღიური იპოვეს. სოფიო შარტავას თქმით, წერილში იგი შვილსა და ოჯახს ემშვიდობებოდა,  ხოლი დღიურში მისი ავადმყოფიბის შესახებ წერდა.

"მანქანაში წერილი და მისი დღიური იყო. წერილში შვილს, მამუკას  და ოჯახს ემშვიდობებოდა: „ჩემი სასუფეველი ზღვის ფსკერიაო“. სწორედ ამიტომ ვვარაუდობთ, რომ მან თავი დაიხრჩო. სიმსივნე ჰქონდა და მოყინვა გაუკეთებია. ჩანაწერებში ის წერდა,  თავის ტკივილები როგორ ჰქონდა, რამდენი ჰქონდა წნევა, რა აწუხებდა, რა წამალს ღებულობდა, სწორედ ამ დეტალებს წერდა. ძალიან მტკივა თავი და ტკივილებს ვერ ვუძლებო. ასევე მის მეუღლეს, რომელიც 7 წლის გარდაიცვალა, დამასვენე, იქნებ შენთან წამიყვანოო" - განუცხადა "ახალ თაობას" დაკარგულის დამ სოფიო შარტავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×