რეზონანსი
06.08.2018

 მწერალი დათო ტურაშვილი პერსონალური ბლოგის მეშვეობით ერთ მეტად საჩოთირო საკითხზე ამახვილებს ყურადღებას:

"ჯერჯერობით, საქართველოში ჩამოსული ვერც ერთი სტუმარი, ვერ აგნებს ტუალეტს (ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე) იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ტუალეტები, უბრალოდ, არ გვაქვს, რადგან ვთვლით, რომ ტუალეტის არ არის კულტურის ნაწილი და სამწუხაროდ, ძალიან ვცდებით.

ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, წარსულითა და კულტურის ძეგლებით, მაგრამ გვავიწყდება რომ ჩვენი უნიკალური მუსიკალური ფოლკლორით და კულინარიული შედევრებით, ქართული ცეკვებითა თუ ქართული ღვინით აღფრთოვანებულ სტუმარს, მერე აუცილებლად უნდება ტუალეტში შესვლაც, თუმცა ჩვენ ტუალეტები არ გვაქვს.

საქართველოს მოქალაქეების ნაწილს ნებისმიერი ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ვითარებაში შეუძლია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში სტუმრად მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი მიჩვეულია სუფთა და ცივილურ, ევროპულ და კეთილმოწყობილ ტუალეტს და აზიური ტიპის ფეხსალაგების გამოყენება, ფიზიკურადაც კი უჭირს. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ასეთი ტიპის ნაგებობებს, ხშირად ჩეჩმებსაც უწოდებენ, მაგრამ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში, ამის მსგავსიც კი არაფერი არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ უცხოელები, ძირითადად თავშეკავებული ხალხია, ზემოთქმულისგან თავის შეკავება, არათუ შეუძლებელი, მავნებელიც კია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×