რეზონანსი
03.08.2018

 (რეზონანსი) გუშინ ცნობილი გახდა ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები და გაირკვა, რომ მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა აიღო უმაღლესი - 80 ქულა. საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტი დევი ონიანია და ის სამედიცინო უნივერსიტეტში აბარებს.

დევი ონიანი 2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში" მონაწილეობდა და პირველი ადგილიც მოიპოვა.

სკოლაში რომ მოვიდა „ეტალონის" მოსაწვევი, მაინტერესებდა როგორ შედეგს ვაჩვენებდი. მანამდეც მქონდა მონაწილეობის სურვილი, მაგრამ ასაკი არ მქონდა შესაბამისი. პირველ ადგილზე გასვლასა და „ვაკის ეტალონი მოსწავლის" ტიტულს არ ველოდი. ფინალურ ტურშიც ვმონაწილეობდი" , - განაცხადა დევიმ Etaloni.ge-სთან ინტერვიუში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×