რეზონანსი
03.08.2018

 (რეზონანსი) "ბოკერიებს კითხვები არ ჰქონიათ - მიშასთან, ვანოსთან, გვამებზე, უდესიანთან - მხოლოდ გახარიასთან აქვთ... " - ამ რეპლიკით აფასებს საგამოძიეობო კომისიის სხდომას ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი.

თბილისში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ცოტა ხნის წინა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და ყოფილი მთავარ პროკურორის ირაკლი შოთაძის ახსნა-განმარტებები მოისმინეს.

დაახლოებით ორთვიანი მუშაობის განმავლობაში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უკვე 70-მდე ადამიანი გამოკითხა, მათ შორის დაპირისპირებაში მონაწილე და თვითმხილველი არასრულწლოვნები. კომისიის წევრები ვარაუდობენ, რომ დასკვნა სექტემბერში იქნება ცნობილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×