რეზონანსი
03.08.2018

 (რეზონანსი) უცხო ენების გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაახლოებით 6%-მა ვერ გადალახა.

მისივე თქმით, უცხო ენების გამოცდა ჩატარდა ინგლისურში, რუსულში, გერმანულსა და ფრანგულში, ოთხივე ენაში ერთად, უმაღლესი შეფასება 109 აბიტურიენტმა მიიღო.

„დაახლოებით აბიტურიენტების 6%-ია ჩაჭრილი ოთხივე ენაში. 109 აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი - 90 ქულა. ჩაჭრილების რაოდენობა, ალბათ, ოდნავ შეიცვლება მას შემდეგ, რაც სტატისტიკურ ანალიზს გავაკეთებთ. თუ დადგინდა, რომ რომელიმე ვარიანტი უფრო რთული იყო, მაშინ სკალირების შედეგების გათვალისწინებით, ჩაჭრილების რაოდენობა შეიძლება ოდნავ შეიცვალოს", - განაცხადა რუსუდან ტყემალაძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება გუშინ დაიწყო. ჯერჯერობით ცნობილია ზოგადი უნარებისა და უცხო ენების გამოცდის შედეგები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×