გამოცემა "ტელეგრაფმა" 51 ყველაზე ხშირად მონახულებადი ქვეყანა დაასახელა, სადაც ტურისტების რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობას აჭარბებს.
ამ სიაში მოხვდა საქართველოც. ჩვენი ქვეყანა 1 სულ მოსახლეზე 1.4993 ტურისტით 37-ე ადგილზეა და ისეთ ქვეყნებს ასწრებს, როგორებიცაა: ლიხტენშტეინი, ესპანეთი და საფრანგეთი.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ტურისტების ჯამური რაოდენობით საფრანგეთს ვასწრებთ. პროპორციულობის გარეშე ტურისტების ოდენობით პირველ ადგილზე სწორედ საფრანგეთია - 84,5 მილიონი ტურისტით. შემდეგ კი მოდიან აშშ (77,5 მილიონი ტურისტი) და ესპანეთი (68,2 მილიონი ტურისტი).
ათეულში მოხვდა რუსეთიც, რომელსაც ყოველოწლიურად 34 მილიონი ტურისტი სტუმრობს.