რეზონანსი
03.08.2018

 მაშველები ორი დღეა დაკარგულ ძმებს ეძებენ. უფროსი ძმა გუშინ დილით დამხრჩვალი იპოვეს, მეორე კი ჯერჯერობით ვერა. ძმები  ბათილაშვილების მსგავსად, ზაფხულში ადგილობრივი მოსახლეობა მდინარეში ხშირად ჩადის. ტერიტორიაზე, სადაც თბილისის ზღვას მდინარე იორი უერთდება, ყოველ წელს არაერთი ადამიანი იღუპება. ამ ადგილზე სამი დღის წინ ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. იქ არც ამკრძალავი ნიშანი დგას და არც რაიმე ბარიერი, რომ სახიფათო ადგილამდე მისვლა მოქალაქეებმა, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნებმა ვერ შეძლონ.

არასამთავრობო ორგანიზაციები და მშობლები, ვისი შვილებიც ზღვამ იმსხვერპლა, ე.წ. სიკვდილის ზონებში უსაფრთხოების ზომების საკანონმდებლო დონეზე გამკაცრებას ითხოვენ. დღეს ამ მოთხოვნით თბილისის ზღვაზე აქციაც გაიმართა.

დედაქალაქის მერიაშიც ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში ყველა სახიფათო ზონაში უნდა დაიდგას ბანერი და გაკეთდეს ჯებირი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×