რეზონანსი
02.08.2018

მას შემდეგ რაც სომხეთში ხელისუფლება შეიცვალა, ქვეყნის საინფორმაციო საშუალებებით, აქტიურად მიმდინარეობს პროპაგანდა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსი სამხედროები 102-ე ბაზიდან გავიდნენ. ამის პარალელურად ქვეყნდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლდაიმერ პუტინის შეურაცხმყოფელი კარიკატურები. დამატებით, სოციალურ ქსელ ფეისბუქში დარეკლამებულია ერთ-ერთი გვერდი, სადაც სომეხი ექსპერტების დისკრედიტაცია მიმდინარეობს. ეს ის ექსპერტები არიან, რომლებიც წლების წინ გარკვეულ ფასიან მომსახურებას უწევდნენ რუსეთის სამხედრო შენართებს სომხეთში. ამ ადამიანებს მოიხსენიებენ როგორც მოღალატეებს. "ბანკები და ფინანსების" ინფორმაციით, მსგავსი ხელწერა, ანუ სოციალური ქსელების აქტიური მუშაობა და დისკრედიტაციის მცდელობები, დამახასიათებელია პროდასავლური ოპოზიციური პარტიებისა დსთ-ს ქვეყნებში და ზოგიერთ ქვეყანაში უკვე მოქმედი ხელისუფლებისაც. მეორეს მხრივ, ყურადღება უნდა მიექცეს იმას თუ ვინ მართავს ასეთ გვერდებს. სომხეთში მას სოროსის ფონდის შტატიანი თანამშრომელი კურირებს, რომელიც ახალხანს პაშინიანის მთავრობაში გადავიდა სამუშაოდ. მას ამაში დაეხმარა სომხეთში LGBT თემის აქტიური უფლებადამცველი კარპის პაშოიანი, რომელიც ახლახანს განთავისუფლებული იქნა სამსახურიდან სომეხი ჯარისკაცების მიმართ დაუშვებელი, შეურაცხმყოფელი გამოხატულებისთვის. მიუხედავად ამისა, პაშიანიანის მთავრობა კარპის პაშონიანის მიმართ სიმპატიებითაა განწყობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×