პროფესორ ვახტანგ ჭარაის განმარტებით, საპენსიო რეფორმის ამოქმედებ, სავარაუდოდ, შავი ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.
"დამსაქმებელი ვალდებულია ჩაერთოს საპენსიო რეფორმის სისტემაში და შედეგად ხარჯებიც იზრდება 4%-ით. მართალია დამსაქმებელს მხოლოდ 2%-ის გადახადა უწევს და დანარჩენ 2%-ს იხდის დასაქმებული, მაგრამ აქ ჩნდება რამდენიმე სერიოზული რისკი: არ გაიზრდება ხელფასები, რადგან ორგანიზაციებს, როგორც წესი, სახელფასო ფონდი დაგეგმილი აქვთ და მთავრობის გადაწყვეტილებას ვერ მოარგებენ ფინანსებს. საბოლოოდ, დაიწყება კონვერტებით ფულის გაცემა. მეორე რისკია - სამუშაო ადგილებიდან თანამშრომლების შესაძლო დათხოვნაა, რადგან ხელფასები შეიძლება დამსაქმებელს არ ჰქონდეს განსაზვრული. მოკლედ, საპენსიო რეფორმა იქნება ჩრდილოვანი ეკონომიკისთვის კიდევ ერთი დიდი ალტერნატივა",- აღნიშნავს ჭარაია.
მისივე თქმით, ყოველივეს გათვალისწინებით გაძვირდება ყველა პროდუქტი თუ მომსახურებაც.
"რაღაც 30-წლიანი პერსპექტივით, დღეს მახარჯვინებენ თანხას მაშინ, როცა ისედაც არაადეკვატური ხელფასი მაქვს. ფულს ხელფასიდან ახდევინებ ჩემს დამსაქმებელსაც. ეს აუცილებლად გააძვირებს ყველა პროდუქტს. როცა ხარჯი ვინმეს ეზრდება, სხვასაც ავტომატურად გაეზრდება იგი, რაც საბოლოოდ პროდუქტის ფასსზე პირდაპირ აისახება", - აღნიშნავს ჭარაია.