რეზონანსი
02.08.2018

 ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. ამის შესახებ The Hill-ი წერს.

„მოქმედმა სანქციებმა ვერ შეაკავა რუსეთი მომავალ შუალედურ არჩევნებში ჩარევისგან. ჩვენი მიზანი სტატუს-ქვოს შეცვლაა. ჩვენ უნდა დავუწესოთ გამანადგურებელი სანქციები პუტინის რუსეთს, სანამ ის არ შეწყვეტს ამერიკის არჩევნებში ჩარევას და კიბერთავდასხმებს ამერიკის ინფრასტრუქტურაზე, სანამ არ გაიყვანს ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან და სირიაში ქაოსის შეტანაზე არ იტყვის უარს“, - აცხადებს პროექტის ერთ-ერთი ავტორი, სენატორი ლინდსი გრემი.

მის გარდა დოკუმენტზე სენატორები ბობ მენენდესი, კორი გარდნერი, ბენ კარდინი, ჯონ მაკკეინი და ჯინ შაჰინიც მუშაობდნენ. ახალი სანქციები ენერგეტიკისა და ფინანსურ სექტორებსაც მოიცავს.

კონგრესმა კანონპროექტი შესაძლოა ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე დაამტკიცოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×