შემოგრჩათ საბჭოთა მონეტები? არ გადაყაროთ, ვინაიდან თითოეულ მათგანს გააჩნია გარკვეული უპირატესობა, რომლითაც ისინი კოლექციონერებში ძალიან ფასობს. ვნახოთ, გამდიდრების რა პოტენციალი აქვს საბჭოთა მონეტებს:
1) 5 კაპიკი, 1990 წლის მონეტა - ძალიან დიდია ალბათობა, რომ თქვენს ოჯახებში შემორჩენილი იყოს ასეთი მონეტები. თუ ეს ასეა, მაშინ მისი აუქციონზე გაყიდვა 6000 რუბლად შეგიძლიათ, რაც დღეისათვის არსებული კურსის მიხედვით, ლარში კონვერტაციის შემთხვევაში 206 ლარია.
2) 5 კაპიკი, 1958 წლის მონეტა - ამ პატარა მონეტას დღეისათვის კოლექციონერები 70 000 რუბლად აფასებენ, რაც დღეისთვის არსებული კურსის მიხედვით, ლარში კონვერტაციის შემთხვევაში 2413 ლარია.
3) 5 კაპიკი, 1948 წლის მონეტა - 1948 წელს გამოსული 5 კაპიკიანი მონეტის ფასი დღეს კოლექციონერების მიერ 50 000 რუბლად არის შეფასებული, რაც დღეისთვის არსებული კურსის მიხედვით, ლარში კონვერტაციის შემთხვევაში 1724 ლარია.
4) 5 კაპიკი, 1933 წლის მონეტა - 15 000 რუბლად შეაფასეს კოლექციონერებმა 1933 წლის 5 კაპიკიანი მონეტა, რაც დღეისთვის არსებული კურსის მიხედვით, ლარში კონვერტაციის შემთხვევაში 517 ლარია.
5) 5 კაპიკი, 1927 წლის მონეტა - 1927 წლის 5 კაპიკიანი მონეტა 5 000 – 6 000 რუბლი ღირს, რაც დღეისთვის არსებული კურსის მიხედვით, ლარში კონვერტაციის შემთხვევაში დაახლოებით 206 ლარია.